„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეოთხედ, სტუდენტებისთვის ყველაზე მასშტაბური, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი ტარდება.

„საქართველოს ბანკის” ცნობით, კონკურსში მონაწილეობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა შეკრიბონ გუნდი და რეგისტრაცია გაიარონ.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 11 აპრილს დასრულდება.

„საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს, რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.

შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი მონაწილეობას საკუთარი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესქეისებზე, გამარჯვებულებს კი საქართველოს მასშტაბით ტოპ საფეხურის მენეჯერები გამოავლენენ.

ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. პირველი ადგილის მფლობელს 11 000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 6000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3000 ლარს.

„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი პარტნიორობით მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს „ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი“ წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ლოკალური სტუდენტური ქსელის წევრები“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა უნდა დააკომპლექტონ 4-6 წევრისგან შემდგარი გუნდები.

ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის პირველი ტური კი 24 – 25 აპრილს გაიმართება.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: BusinessCaseCompetition-04@tbsc.ge

კონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით მეილზე: competitionombudsman@protonmail.com

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება