მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.
შეფასების თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 7.1 მილიონი ადამიანის გაღარიბება გამოიწვია და ქვეყნის განვითარების პროგრესი 15 წლით უკან დახია.
„ეს გამაფრთხილებელი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს განადგურების მასშტაბებს და საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ საჭიროებას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ანა ბიერდემ.