დიმიტრი მედვედევი - ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიაში და დააკავეს - რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთისთვის!

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ.

„მოდით წარმოვიდგინოთ - გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს განხორციელდება, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ, რომ განხორციელდა. ბირთვული სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ჩავიდა, ვთქვათ, გერმანიის ტერიტორიაზე და დააკავეს. რა არის ეს? ეს არის ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის! და ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი საშუალება გაფრინდება ბუნდესტაგში, კანცლერის ოფისში და ა.შ. ესმის, რომ ეს არის „კაზუს ბელი“, ომის გამოცხადება? თუ ცუდად სწავლობდა?" - განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის „სამართლებრივი არარაობა, რომელსაც, დაარსების დღიდან, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა