მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპერსმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 130 მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 100 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, დარჩენილ თანხას, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდობის საჭიროების შესაბამისად განათავსებს. აღნიშნული განთავსება კომპანიისთვის ბაზარზე პირველადი ემისიაა.

„გამოშვებული ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2.0%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.

კომპანიის საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

„რიკო ექსპრესის“ მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.

განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

ისტორიულად, „თიბისი კაპიტალს“ ჯამში 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე „თიბისი კაპიტალი" ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება