ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„სამუშაო მოგზაურობა ხერსონის ოლქში. სოფელი პოსად-პოკროვსკე, სადაც რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად მრავალი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. ადგილობრივ მოსახლეობას აქტუალურ საკითხებსა და საჭიროებებზე გავესაუბრე. ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე როგორც ყველა ქალაქსა და სოფელს, რომელიც ოკუპანტებმა დააზარალეს“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.

პრეზიდენტმა, ვიზიტის დროს, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის დაცვაში არიან ჩართულები. სამხედროებმა კი პრეზიდენტ ზელენსკის აჩუქეს საათი, რომელზედაც უკრაინის გერბია გამოსახული და მოწინააღმდეგის კუთვნილი განადგურებული ქვემეხის ლულისგან დამზადებული ყირიმის რუკა გადასცეს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება