რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის განცხადებით, ექიმების მოთხოვნაა, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მივიდეს და დაწესებულებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ადგილზე გააცნოს.

მისივე თქმით, მედიკოსების კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაწესებულებაში არ შეწყდეს არც სამედიცინო და არც საგანმანათლებლო პროცესი.

დღესვე, კლინიკის მედპერსონალი დაწესებულების დირექტორს შეხვდა, თუმცა როგორც ნინო ოთარიშვილი აღნიშნავს, კითხვებზე კონკრეტული პასუხები მისგან ვერ მიიღეს.

„კლინიკის დირექტორ ზაზა ავალიანსაც არ აქვს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. სამინისტროდან მოგვივიდა ცნობა, რომ სურთ ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრა, რაზეც ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები არ შეხვდებიან, ვინაიდან ჩვენ ვართ წლების მანძილზე ერთი კოლექტივი. ერთსულოვანი მოთხოვნა გვაქვს - მობრძანდეს აქ მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები და აქ, კოლექტივს და არა რამდენიმე წარმომადგენელს, ჩვენს ტერიტორიაზე გააცნოს ის კონკრეტული გეგმა, რას აპირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებაში. ერთადერთი მოთხოვნა ცალსახად გაჟღერებული ჩვენ მიერ არის ის, რომ ამ დაწესებულებაში არ შეწყდეს არც სამედიცინო და არც საგანმანათლებლო პროცესი და თუ რეაბილიტაციას აპირებენ, უზრუნველყონ ის, რომ დარჩენილი მედპერსონალი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდეს ღირსეულად,“ - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

ამასთან, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აღნიშნავენ, ადმინისტრაციულ კადრებზე რეორგანიზაცია დაწყებულია. მედიკოსები შიშობენ, რომ პროცესი მხოლოდ ადმინისტრაციის რეორგანიზაციით არ დასრულდება.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში რაღაც დეპარტამენტები დაიხურა, შეჩერდა მათი მუშაობა და ისინი დაემშვიდობნენ აქაურობას, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ადმინისტრაციით დასრულდება,“ - განაცხადა ანესთეზიოლოგიური სამსახურის უმცროსმა ექიმმა, ონისე ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა კლინიკის შენობაში აქცია გამართა. ისინი მოითხოვდნენ, არ მოხდეს სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ