ილიაუნის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალ ASTRONOMY AND ASTROPHYSICS-ში დაიბეჭდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი „კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის პირველი ავტორობით მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy and Astrophysics სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა.

ილიაუნის ინფორმაციით, მარიამ ალბექიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია.

„სტატია ეხება როსბის (პლანეტარული) ტალღების დინამიკის თეორიულ შესწავლას ადრეული ტიპის ვარსკვლავების წიაღში.

როსბის ტალღები, რომლებიც დაკავშირებულია ბრუნვასთან, განაპირობებს დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების, პლანეტების ატმოსფეროებისა და მზის წიაღის დიდმასშტაბიანი პროცესების დინამიკას. თანამედროვე კოსმოსური მისიების დაკვირვებები აჩვენებს ამ ტალღების არსებობას სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებზე, რაც თეორიულ მოდელირებასთან ერთად ვარსკვლავთა წიაღის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

ნაშრომში შესწავლილია როსბის ტალღების განედური და რადიალური გავრცელება ადრეული ვარსკვლავების წიაღში ტემპერატურის სხვადასხვა ვერტიკალური პროფილისთვის. ნაჩვენებია, რომ ტალღები ძირითადად აღიძვრება ვარსკვლავების ზედაპირთან ახლოს და კონცენტრირებულია ეკვატორის მიმდებარე განედებზე. ტალღების თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვარსკვლავთა შიდა ფენების ტემპერატურასა და ბრუნვაზე. ამიტომ თეორიული შედეგების დაკვირვებებთან შედარება ვარსკვლავების წიაღის შესწავლის საშუალებას იძლევა. როსბის ტალღების შესწავლა გვიანდელი ტიპის ვარსკვლავებისთვისაც გრძელდება.

მიმდინარე კვლევები მნიშვნელოვანია სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS, Gaia) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ვარსკვლავების წიაღის შესასწავლად.

იხ. სამეცნიერო სტატია: Rossby waves on stellar equatorial β planes: Uniformly rotating radiative stars, M. Albekioni, T.V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A&A, Vol. 671, A91“,- ნათქვამია ინორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს