ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ განახორციელა და ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთიც დაასრულებენ.

უნგრეთი ფინეთის განაცხადის რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავს, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარლამენტი რატიფიცირების პროცესს დაიწყებს და იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის განაცხადს მხარს 14 მაისის არჩევნებამდე დაუჭერენ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება