CIU-ში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა (GTUC) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა და არაფორმალური დასაქმება“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, საჯარო შეხვედრა პროექტის - „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში შედგა.
„შეხვედრაზე სპიკერებმა, მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორმა ევროპასა და აზიაში, თამარ გაბისონიამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმდჯომარის მოადგილემ, თამარ სურმავამ ისაუბრეს დისკრიმინაციის ფორმებსა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობაზე არაფორმალური დასაქმების პირობებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.