სლოვაკეთმა უკრაინას "მიგ-29" გამანადგურებელი თვითმფრინავები გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას პირველი ოთხი "მიგ-29" ავიაგამანადგურებლები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“გადაფრენა უკრაინელი პილოტების მიერ განხორციელდა, სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს”, - წერს ნადი.

მან დააკონკრეტა, რომ დანარჩენი თვითმფრინავები უკრაინას უახლოესი კვირების განმავლობაში გადაეცემა, მაგრამ ოპერატიული მიზეზების გამო წინასწარ არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ იქნება გავრცელებული.

ნადის თქმით, სლოვაკეთის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს დახმარებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად.

“სწორ რამეს ვაკეთებთ, ვინაიდან, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რუსეთი არის უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთის ჯარების გაყვანის შემთხვევაში ომი იმწამსვე დასრულდება”, - წერს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, სლოვაკეთი უკრაინისთვის ჯამში 13 "მიგ-29" ავიაგამანადგურებლის გადაცემას აპირებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა