ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა - ალიანსის მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.

როგორც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ნატოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოსთან პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა მიმოიხილეს.

“[შეხვედრამ] საშუალება მოგვცა მიმოგვეხილა ასეთი არასტაბილური წლის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ სიტყვითა და საქმით საფრთხე ექმნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ბაზისს. რათა აზრები გაგვეცვალა საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ - ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში - და განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები”, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ.

განცხადების თანახმად, ნატოს მოკავშირეებმა აღნიშნეს, რა ნაბიჯებია საჭირო საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სიმყარისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

“ნატოს მოკავშირეებმა გაითვალისწინეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის “უცხოური აგენტების” კანონის ბოლოდროინდელი გაწვევა. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის გახანგრძლივებული გამოწვევა”, - წერია განცხადებაში.

ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა