შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, რომელიც მოიცავს Archer-ის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსა და Leopard 2-ის ტანკებს.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შვედეთის მთავრობას შეუძლია უკრაინას გადასცეს 6.2 მილიარდი კრონის (554 მილიონი ევრო) ღირებულების სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. კერძოდ, საუბარია Leopard 2-ის ტანკებზე, Archer-ის თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსა და Robot 57 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე.
გარდა ამისა, შვედეთის მთავრობას მიეცა საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება Archer-ის ტიპის 14 საარტილერიო დანადგარი მიყიდოს გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც მანამდე თავისი AS90 ტიპის საარტილერიო სისტემები უკრაინას გადასცა.