უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - უზენაესმა სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 23 მარტს, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლების, ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მიმართ ე.წ. ქოლცენტრებთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული ბრალდებები სიცრუედ იქნა მიჩნეული და მოპასუხეებს ცილისმწამებლური ბრალდებების საჯაროდ უარყოფასთან ერთად, უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დადატურდა, რომ უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, იყო სრული სიცრუ და ცილისწამება. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო ორგანიზებული პოლიტიკური ბინძური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა უჩა მამაცაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას. ჩვენ პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ ყველა ბრალდება უჩა მამაცაშვილის მიმართ იყო სიცრუე და ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ეს უდავო ჭეშმარიტება დაადასტურა, რაც იყო კიდეც ჩვენი სარჩელის მიზანი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლების, ლაშა ფარულავას და ვასო ურუშაძისათვის, 5000-5000 ლარის დაკისრებას მორალური ზიანის სახით, როგორც ამირან გიგუაშვილი აცხადებს ეს თანხები უჩა მამაცაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო მხარდაჭერასთან ერთად, მთლიანად მოხმარდება თბილისში მოქმედ ხანდაზმულთა პანსიონატს „ბასილიადა“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს