ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე, ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს.

„სამუშაოების განმავლობაში, მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება