ესტონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს

ესტონეთმა კიდევ ერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მან ქვეყანა 29 მარტამდე უნდა დატოვოს, - ინფორმაციას რუსული მედია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, 24 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და წარუდგინა დიპლომატიური ნოტა, რომლითაც საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. აღნიშნული პირის ქმედებები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას არღვევდა“, - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი კიდევ ერთი რუსი დიპლომატის ესტონეთიდან გაძევებასთან დაკავშირებით ტალინის გადაწყვეტილებას უპასუხებს.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება