საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილება, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, ითვალისწინებს ახალი ფინანსური გარანტიების შექმნას გარემოსდაცვითი მიზნებისათვის, რაც ერთის მხრივ, კომპანიებს მისცემს მეტ მოტივაციას, უზრუნველყონ გარემოსათვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის უფრო ეფექტური მექანიზმების დანერგვა, მეორეს მხრივ კი, იქმნება ეფექტური მექანიზმი გარემოსათვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას და იმ ერთსულოვან თანხმობას, რაც სამინისტროსა და ბიზნესს გარემოსდაცვითი საჭიროებების მიმართ პრინციპების დონეზე გააჩნიათ. ამასთანავე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც საჭიროებს მეტ კონკრეტიკას, დამატებით შესწავლას და შესაბამისობის ტვირთის ანალიზს, მათ შორის დეტალური განხილვის საგანი გახლდათ საბანკო გარანტიის გამოთხოვის/სადაზღვევო პოლისის ამოქმედების პროცედურები და ვადები, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკის გამოთვლის მეთოდოლოგია და თავად დადგენილების მიღებისა თუ ამოქმედების ვადები, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ნათლად გაიაზროს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და უკეთ მოემზადოს ახალი ვალდებულებების შესასრულებლად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება