დიმიტრი პესკოვი - იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან, კოლექტიური დასავლეთი დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს

კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების თაოსნობით, უხეშ ზეწოლას ახორციელებენ ქვეყნებზე, რომლებიც არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ახალი არ არის, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით, დაუფარავ, უხეშ ზეწოლას ახორციელებენ რიგ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ უერთდებიან ჩვენს ქვეყანაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს. თავად ხედავთ, რომ სახელმწიფოები ამაზე საუბრობენ. სამწუხაროდ, უნდა გავუმკლავდეთ ასეთ შემოტევას. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე თავად ამ სახელმწიფოების მხრიდან. რისკების შემცირების მიზნით, ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის