სკოლა „პროგრესი" გაეროს მოდელირების კონფერენციაზე მონაწილეობისთვის მოსწავლეთა რეგისტრაციას იწყებს

სკოლა "პროგრესი" იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას გაეროს მოდელირების კონფერენციაზე მონაწილეობისთვის, რომელიც ნიუ-იორკში10-16 აგვისტოს გაიმართება.

სკოლა „პროგრესის" ინფორმაციით, მონაწილეთა ასაკი 13-18 წელია. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს.

„პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს: უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობის მეთოდებს, პრინციპებსა და პროცესს; გაიუმჯობესონ დებატების, მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლის უნარები; წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა; გაიცნონ გაეროს წევრი სახელმწიფოების ახალგაზრდა ლიდერები; შეიძინონ მეგობრები მთელი მსოფლიოდან; მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი;

გაეცნონ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნავ ადგილებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 აპრილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფორმის შევსება - https://forms.gle/HM5imqqBthoaxAVPA

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა