რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსებმა სუმის ოლქზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბილოპილიის, ვოროჟბას, რეჩკოვსკაიასა და მიკოლაივის დასახლების ტერიტორიები სხვადასხვა ტიპის იარაღიდან დაბომბეს.

„მტერმა მასიურად დაბომბა ქალაქი ბილოპილია: განხორციელდა საჰაერო დარტყმა, დაბომბვა “გრადის“ ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან და არტილერიიდან. ქალაქ ბილოპილიას დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა. ამასთან, დაზიანდა სკოლის შენობა, საცხოვრებელი კორპუსი, მრავალბინიანი და კერძო სახლები“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაიბომბა ქალაქი ვოროჟბაც, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი და დამხმარე შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა