უკრაინამ რუსეთს მძიმედ დაჭრილი ყველა ტყვე გადასცა

უკრაინამ რუსეთის ფედერაციას ყველა მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჟენევის კონვენციების 109-114 მუხლების თანახმად და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით, უკრაინამ რუსულ მხარეს ცალმხრივად გადასცა მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეები“, - აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.

მათივე განცხადებით, საუბარია არა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, არამედ რეპატრიაციაზე, მძიმედ დაჭრილი ტყვეების პირობების გარეშე დაბრუნებაზე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ითვალისწინებს.

„ამავდროულად, აგრესორი სახელმწიფო, სისტემატურად უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, კვლავ ტყვეობაში ჰყავს უკრაინის ათასობით მოქალაქე, მათ შორის მძიმედ დაავადებულები და დაჭრილები, სამოქალაქო პირები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, - აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში.

უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს ის, დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები და უკრაინის ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე ტყვეობიდან გაათავისუფლოს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს