საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა, სამუშაოების შედეგად კი, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგება.

„მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ჩარგალეთის ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასეთი ქუჩების მოწესრიგება და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის