საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საფეხურთო მატჩთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

27, 28 და 29 მარტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველო-ნორვეგიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით დამატებით სამ რეისს ნიშნავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

27 მარტი: ნატახტრიდან ბათუმის მიმართულებით ბორტი 15:00 საათზე გაფრინდება, ხოლო უკან ნატახტრისკენ 17:00 საათზე გამოფრინდება.

28 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 15:00 საათზე, ბათუმიდან უკან გამოფრენა 16:45 საათზე.

29 მარტი: ნატახტრიდან გაფრენა 14:00 საათზე, ბათუმიდან გამოფრენა - 16:00 საათზე.

„აღსანიშნავია, რომ დამატებითი რეისების გარდა, ამ დღეებში ბათუმის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისებიც სრულდება. ბილეთის ღირებულება 1 გზა 125 ლარია, 0 დან 3 წლამდე ჩვილი უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე მოზარდებზე კი 30 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

შეგახსენებთ, 28 მარტს, 20 საათზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სადებიუტო შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება, სადაც 20 ათას გულშემატკივარს შეუძლია დაესწროს. თამაშში მონაწილეობს ჩვენი ნაკრებისა და საფეხბურტო კლუბ ,,ნაპოლის“ ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია. საქართველო-ნორვეგიის მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად გაყიდულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება