ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე. ასევე ყურადღება დაეთმო დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს და არსებულ გამოწვევებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამედიცინო პერსონალის სამართალდამცავ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN)-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება