„თბილსერვის ჯგუფმა“ ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებული არხი დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარედ არსებული არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

„რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული არხი არ არის „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში, თუმცა გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და ტერიტორია ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს და ასევე, მიმდებარედ არსებული საწარმოების თანამშრომლებს, ნუ დაანაგვიანებენ არხს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მისთვის განკუთვნილ კონტეინერებში მოათავსონ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

შეგროვილი პლასტმასის მასალა „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით დაიპრესება, რაც შემდეგ გასხვისდება და გადამუშავდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?