იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ რუსთავში „მშვიდობის სკოლა“ გახსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ რუსთავში „ მშვიდობის სკოლა“ გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების, ე. წ. "მშვიდობის ელჩების" მომზადებას შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.

„საბოლოოდ, მომზადებული მასალა და ინფორმაცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიებას პროექტის მონაწილეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მშვიდობის სკოლის“ მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ როგორც აუდიტორიებში, ისე დისტანციურ რეჟიმში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში