საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა, ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს.

მისი თქმით, ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ისეთი რეგულაციის შემოღებას გულისხმობს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.

„ამასთან, ინიციატივის განხილვისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, ელექტრომოწყობილობების დანადგარების გამართული ფუნქციონირება და ზოგადად, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა პირდაპირაა დაკავშირებული უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაზე. მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ბიზნესი დაინტერესებულია, მხარი დაუჭიროს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტის იმ ფორმით მიღებაში, რომელიც, ერთი მხრივ, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას და, ამავდროულად, ბიზნესისთვის შესაძლო დანახარჯების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კონცეფცია თანხვედრაშია ევროკავშირის კანონმდებლობის (EU acquis) ძირითად ელემენტებთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის ელექტროენერგიის უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის შესაძლებლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა