კომისიის სხდომაზე ქუჩებისთვის  სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქუჩებისთვის გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ნინო ვარდოსანიძის განცხადებით, კომისიის მარტის თვის სხდომაზე ქალაქის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების მიზნით განიხილება თბილისში ათი ქუჩისთვის იმ ქალ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების საკითხი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში და რომელთა ღვაწლიც გარკვეულწილად მივიწყებულია ფართო საზოგადოებისათვის.

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ქუჩებს შეემატება: პირველი ქალი დიპლომატის, რუსუდან მიქელაძის ქუჩა; პირველი ქალი ინჟინრის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; პირველი ქალი მეზღვაურის, იულია ფაილოძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ჟორდანიას ქუჩა; კალიგრაფ გადამწერის, მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმისა და მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნის, ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის