ოკუპანტებმა ყირიმიდან თავისი მიმდევრების ევაკუაცია დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მის ამ განცხადებას უკრაინის დაზვერვა “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ნახევარკუნძულის რუსული ხელმძღვანელობა და საოკუპაციო ადმინისტრაცია აქტიურად ყიდიან უძრავ ქონებას და ყირიმიდან თავისი ოჯახები გაჰყავთ.
“მაგრამ სხვებს, რიგითებს, ეუბნებიან: არ ინერვიულოთ, ყველაფერი წყნარად არის, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა… რუსებთან დაკავშირებულებს ოჯახები გაჰყავთ და ძალიან აქტიურად. ეს საბაბია დასაფიქრებლად ყველა დანარჩენისთვის, ვინც საკუთარი ბედი დანაშაულებრივ პუტინისტურ "რაშისტულ" რეჟიმს დაუკავშირა. ყირიმი სჯობს დატოვოთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს”, - განაცხადა იუსოვმა.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, გუშინ ყირიმის ადგილობრივმა მოსახლეობამ FM-სადგურებზე გაფრთხილება მოისმინა იმის შესახებ, რომ საჭიროა მომზადება წასასვლელად. იუსოვის თქმით, გაფრთხილება მხოლოდ იმ ყირიმელებს ეხება, ვინც საოკუპაციო ადმინისტრაციასთან ხელმძღვანელობდა.
“იმისთვის, რომ მშვიდობა და წესრიგი იყოს, საჭიროა ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და იქ კანონიერი უკრაინული ხელმძღვანელობის დაბრუნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ყირიმის მშობლიურ უკრაინულ ნავსადგურში დავაბრუნოთ, რაც აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა იუსოვმა.