ნათია მეზვრიშვილი - როგორც  ჩანს, მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია

როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეგიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარეები არ ესწრებიან, "ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, შეხვედრაზე კი პარტიის ლიდერები იყვნენ მიწვეულები.

"შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე იყო საუბარი, ერთობაზე და ამხელა თავმჯდომარე კაცი მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა გახარიასთან დაკავშირებით, სირცხვილია. საელჩო ინფორმირებული იყო, რომ ადამიანს ჰქონდა ჯანმრთელობირ პრობლემა. როგორც ჩანს, მან ვერ დაძლია კომპლექსები. არანაირი პრობლემა არ აქვს არც გახარიას და არც პარტიის ლიდერებს. თავმჯდომარეებზე ნუ არის ხაზგასმა, დაბარებულები იყვნენ პარტიის ლიდერები. ნუ გვაყენებს დანარჩენ კოლეგებს შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეგიორგი გახარიას კომპლექსი ვერ დაძლია",- აღნიშნავს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები შეხვედრას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ეს ფაქტი მისთვისაც კითხვის ნიშანს აჩენს.

დღევანდელ შეხვედრას კი ესწრებოდნენ პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა