თაკო ჩარკვიანი - მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად და ჭკვიანურად

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პროცესები ისე მიდის, რომ შეიძლება ოპოზიციას მანდატების დატოვებაც მოუწიოს, თუმცა ეს ახლა რომ გაკეთდეს,„უაზრო გამოსვლა ერქმევა“. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მე სულ ვიყავი იმის მომხრე, რომ დაგვეტოვებინა პარლამენტი, ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა პირველი, ვისაც უნდა, რომ ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, ესენი არიან. ამიტომ იწვევენ ჩვენს მამაკაცებს თუ ქალებს მუდმივად ჩხუბზე ან მაშინ არ არიან ჯანმრთელად. როგორც კი ახლა გამოხვალ, ამ წამს, უაზრო გამოსვლა ერქმევა ამას. გამოსვლას რა უდგას წინ? მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, რომ შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად და ჭკვიანურად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თამარ ჩარკვიანმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზეც ისაუბრა და პროცესის წარუმატებლობის მიზეზზე გაამახვილა ყურადღება.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ძალიან ცუდად იმუშავა.

„ძალიან ცუდად იმუშავა ნიკა მელიამ. არ ჩავუღრმავდები და თვითონაც ვურჩევ, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არ გაბედოს და არ შემეპასუხოს, თორემ ამოვალაგებ ყველაფერს, საზარლად მოიქცა, მოიქცა ისე, როგორც ვაჟკაცები და კაცები არ იქცევიან, წერტილი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება