„ჯეო ჰოსპიტალსმა“ ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნეიროკრიტიკული მედიცინის მიმდინარე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო  კონფერენციას უმასპინძლა

„ჯეო ჰოსპიტალსმა“ საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა სპეციალისტებმა ნევროლოგიაში, ნეიროქირურგიასა და ნეიროკრიტიკულ მედიცინაში მიმდინარე გამოწვევებზე, მათი დაძლევის უახლეს გზებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს.

კონფერენციის 150-მდე დელეგატს შორის იყვნენ წამყვანი ნევროლოგები, ნეიროქირურგები, რადიოლოგები და ანესთეზიოლოგები. უცხოელმა კოლეგებმა სტამბულიდან და დელიდან მონაწილეებს დარგში არსებული სიახლეები გააცნეს.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს საქართველოში ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და უახლესი ტენდენციების დანერგვას.

„ტექნოლოგიებში ინვესტირება და აღნიშნული მიმართულებით განვითარება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს და შესაბამისად, ფეხს ვუწყობთ სიახლეებს. გახსნისთანავე, „ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური ცენტრი“ SIEMENS-ის ახალი MRT აპარატით აღიჭურვა, რაც პაციენტებს კვლევის უფრო მეტი სიზუსტით და კომფორტულად ჩატარების საშუალებას აძლევს. მაღალტექნოლოგიური აპარატურით განახლების პროცესი მთელი ქსელის მასშტაბით გრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან თანხვედრაში, საბოლოოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წამყვანმა ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ, თავის მოხსენებაში ცენტრალური ნერვული სისტემის რთული ლოკალიზაციის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებზე ისაუბრა და აუდიტორიას კლინიკური გამოცდილება გაუზიარა.

მისი თქმით, აღნიშნულ და სხვა საკითხებზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეკრება და გამოცდილებისა თუ გამოწვევების გაზიარება სიახლეების დანერგვის პროცესში დიდ როლს თამაშობს.

„საქართველოში ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბოლო წლებში დიდი გარღვევა გვაქვს, რადგან ფუნქციონირებს ბევრი კლინიკა, რომლებიც ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას კონკურენციას გაუწევს. მეორე საკითხია არსებული ტექნოლოგიური სერვისების გამოყენება ანუ მათი სრულყოფილად ფლობა, რაც ასევე შეიძლება ითქვას, რომ დაძლეული პრობლემაა და მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზეც მუშაობა და მისი დახვეწა. „ჯეო ჰოსპიტალსიც“, რა თქმა უნდა, პასუხობს ამ გამოწვევებს, მუდმივად ვითარდება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ადამიანური ფაქტორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია იმ ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ამ სფეროში“, - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგმა გიორგი გეგიამ.

სწორედ ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა ნეიროქირურგმა და აშშ-ის ნევროლოგთა ასოციაციის წევრმა მანიშ ვაიშიმ, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად ინდოეთიდან, დელიდან ჩაერთო. მან ისაუბრა ტექნოლოგიური ჩართულობის როლზე თავის ტვინის ქირურგიის შედეგების გაუმჯობესებაში.

როგორც უცხოელმა კოლეგამ აღნიშნა, ქართველ მედიკოსებთან ერთად ნევროლოგიის დარგში არსებული სიახლეების განხილვა და ამ მიმართულებით მათთან ერთად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კონფერენციაზე მწვავე ინსულტის ამოცნობის, სიმძიმის შეფასებისა და დროული მართვის შესახებ გაამახვილა ყურადღება ნევროლოგმა და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრმა კახაბერ ახვლედიანმა.

„როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“, ისე სხვა ინსულტისთვის მზადყოფნაში მყოფ კლინიკებში ეს მიმართულება იხვეწება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. ჩვენი მთავარი მიზანია, პაციენტს დავხვდეთ მზად და „ჯეო ჰოსპიტალსის“ მთელ რიგ კლინიკებში ეს მზადყოფნა უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, დაინერგოს მისი დროული ამოცნობისა და სწორად გადამისამართების პრაქტიკა, რაშიც ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს“, - განმარტა კახაბერ ახვლედიანმა.

ასევე, საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ამერიკის ნეიროქირურგიის ასოციაციის წევრი, ევროპის ნეიროქირურგთა საზოგადოების წევრი მირზა ხინიკაძე; რადიოლოგი, ESR - ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების წევრი ირმა ბერიშვილი და ორთოპედ-ტრავმატოლოგი, პროფესორი, თურქეთის ბავშვთა ორთოპედიის ასოციაციის თავმჯდომარე, ევროპის ბავშვთა ორთოპედიის ასოციაციის წევრი ჰასან ჰილმი მურატლი.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით ყოველწლიურად გაიმართება.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება