AI წიგნების პირველი ქართული სერია BTU-ს და „ლურჯი ოკეანეს“ პარტნიორობის შედეგად გამოიცა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული წიგნის „თანამშრომელთა მოტივაციის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი პროექტის AI Books ფარგლებში გამოიცა.

AI Books „ლურჯი ოკეანისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებას, ქართულ ენაზე თარგმნასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს. პროექტის მიზანი მკითხველისათვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: წიგნის კონსულტანტი, BTU-ს აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, United Payment Georgia-ს დირექტორი ნინო ჭედია; წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საკონსულტაციო კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ქოუჩი ნინო მიქავა და წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ლექტორი, ქოუჩი, კორპორატიული ფსიქოლოგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) ოსტატი ანა არველაძე. ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ გახსნა.

წიგნი გაგაცნობთ თანამშრომელთა მოტივაციის თეორიებს, სახეობებს, მასზე მოქმედ ფაქტორებსა და ასევე, იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებითაც ორგანიზაციები და ადამიანები მას მნიშვნელოვნად გაზრდიან.

როგორც BTU-ში განმარტავენ, AI Books-ის სერია გაგრძელდება და მოიცავს თანამედროვე ბიზნესსამყაროში ორიენტირებისთვის ისეთ საჭირო თემებს, როგორიცაა: კოდინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი, ტალანტების მოზიდვისა და მართვის უახლესი მიდგომები, მენტალური ჯანმრთელობა და ა.შ.

(R)

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა