საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისთვის „საქპატენტი“ ესპანეთის სამეფოს საუკეთესო პრაქტიკას ეცნობა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი დელეგაცია, ესპანეთის სამეფოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის გასაცნობად, ვალდეპენასში იმყოფება.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

„ვიზიტის ფარგლებში, 24 მარტს, შეხვედრა გაიმართა ესპანური ადგილწარმოშობის დასახელების ყველის „მანჩეგო“ ასოციაციის მარეგულირებელ საბჭოში, რომელიც აკონტროლებს სპეციფიკაციებით განსაზღვრულ ხარისხის მოთხოვნების შესაბამისობას გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ კონკრეტულ პროდუქტებზე.

დელეგაციის წევრებს მარეგულირებელი საბჭოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ. პრეზენტაცია გაიმართა სერტიფიკაციის პროცედურის თითოეულ ეტაპზე, მათ შორის, სარეგისტრაციო განაცხადის მომზადების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და შეფასების შესახებ. აგრეთვე, დეტალურად იქნა განხილული პროდუქტის წარმოების შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები და აკრედიტაციის შესანარჩუნებელი აუდიტორული ღონისძიებები. მონაწილეები ეწვივნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ადგილობრივ საწარმოებს, სადაც გაეცნენ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მიმდინარე წარმოების პროცესს.

ვიზიტი, რომლის მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება, განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში. EUGIPP ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია, რომელიც ხორციელდება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდასაჭერად. პროექტის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის, EUGIPP პროექტის ასისტენტი ანდრეა იორი და EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის პროექტების კოორდინატორი, ჯგუფის ხელმძღვანელი ალვარო გარსია ალკაზარი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა