სემეკმა სსე-ის, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკო-ს ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ ანგარიში საჯარო სხდომაზე მოისმინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა.

„საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ასევე, განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ სემეკში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკმა მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ ჩაეტარებინა საჯარო მოსმენა ელექტროენერგიის ბაზრების ამოქმედების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება