ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მმართველ გენერალურ დირექტორ ვუჩონგ უმის შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების პროგრესი. გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მზაობა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის პროექტის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ირაკლი ქარსელაძემ მრავალწლიანი მხარდაჭერისათვის ვუჩონგ უმის მადლობა გადაუხადა.

მინისტრების შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას