ირაკლი ქარსელაძემ გაერო-ში, წყლის რესურსების მართვის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გაერო-ს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის ფარგლებში, წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსია უნგრეთის დელეგაციის მასპინძლობით ჩატარდა და მას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო უძღვებოდა.

„დისკუსიაში მონაწილეობდნენ გაერო-ს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციის დელეგატები, ასევე, წყლის რესურსების მართვასა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის მონაწილეებს ირაკლი ქარსელაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ბოლო წლების პროგრესის შესახებ მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, მინისტრმა, ისაუბრა ქვეყნის რეგიონებში ახალი, თანამედროვე გამწმენდი ნაგებობების მართვის უკვე არსებული პრაქტიკის, ასეთი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების შესახებ, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„საინტერესო დისკუსია გაიმართა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც გააჩნიათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს წყლის რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. დისკუსიის მონაწილეებს გავუზიარეთ ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანაში სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიმართულებით უკვე გვაქვს. ვისაუბრეთ გამოწვევებზეც და მათ გადასაჭრელად დასახულ გეგმებზეც. მოვისმინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებები და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი როგორც ხედვები, ასევე მიმდინარე პროექტები და არსებული გეგმები სრულ თანხვედრაშია მათ გამოცდილებასა და ხედვებთან“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ცნობით, პანელურ დისკუსიაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი