შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით აცხადებს.

პარლამენტის თავმჯდომარე მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

„25 მარტი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენამ, ერთი წლით გაუსწრო და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეროვნული თვითმყოფადობის სულისკვეთებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო ძალისხმევით, საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო, 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა დაამტკიცა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართული ეკლესიის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო და ჩვენი ხალხის სულიერი და ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენდა. გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მშვიდობასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს დედა ეკლესიას!”- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება