„ვეფხი და მოყმის" ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე დროებით შეზღუდვა წესდება

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.

მერიის განმარტებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის