მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს - ჩემზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა - უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირი პატიმრობაში დატოვა.

როგორც სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ემილ ნალიევმა განაცხადა, დაზარალებული მამაკაცი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

„[ხორციელდებოდა] ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა, ვადაში ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა ან კიდევ სხვა რამეს მოიმოქმედებდა. მინდა, მაინც შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, გაითვალისწინოთ და უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ“, - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა.

ცნობისთვის, 22 მარტს, თბილისში, მუხიანში 64 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს მიერ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა