კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან „ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნით სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გაგარინის ქუჩა N1-დან N9-მდე.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ წყალმომარაგების მილზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება გზის საფარი და სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.