მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე - უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო მისი ამოცანა - არ ვიცი, რამდენად აქვს შეფასებული პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც შესაძლოა უწევდეს

დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ის სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ოპოზიციას გულშემატკივრობს და მისი ამოცანა ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო.

„ისეთი განცხადებები იყო, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია, მათ შორის, ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციული გეგემებით, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. მე დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია. მთლიანობაში ის შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო პრეზიდენტის ამოცანა. ალბათ, ეს ყველაზე მეტად ჩანდა ამ განცხადებებიდან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი „ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია.

„ცოტა მეტი უნდა ვისაუბროთ წინდახედულობაზე და ალბათ, კვალიფიციურობაზეც იმიტომ, რომ ოლიგარქობა მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას არ ნიშნავს, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მიიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს. მან გადასარევად იცის, სად და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ეს არის საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისად არ მგონია, რომ პრეზიდენტს დამატებითი კითხვების დასმის საფუძველი და მიზეზი ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, როდესაც ის ამ განცხადებებს მაინც აკეთებს ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ. არ ვიცი, პოზიციების ეს ცვალებადობაც რამ განაპირობა, როდესაც 2018 წელს ის პრეზიდენტად უნდა არჩეულიყო როგორი იყო მისი პოზიცია და დღეს რამ განაპირობა ეს ცვლილება. ალბათ, ამაზე კითხვები უნდა დაუსვათ პრეზიდენტს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის განცხადება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე და აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენად შეფასებული აქვს პრეზიდენტს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში, შესაძლოა უწევდეს.

„როდესაც თავს ესხმოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამის პასუხად, პრეზიდენტი ისეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, როგორსაც შესაძლოა ის აპირებდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი შესაფასებელია. არ ვიცი, რამდენად შეფასებული აქვს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას, ამ შემთხვევაში, შესაძლოა უწევდეს, თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია და გეგმები“, - განაცხადა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოზიციაში ცვლილება რამ განაპირობა ამის ახსნა ზურაბიშვილს მოუწევს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

მან ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია. კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია.

ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა