საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით პარლამენტის სასახლის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა.
2“5 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება.
ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.