ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობა 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.

“3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1-ელ ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, იარაღი შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე განლაგდება.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია 10 თვითმფრინავი, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას გავაკეთებთ - ჩვენი ვალდებულებების დარღვევის გარეშე, ხაზს ვუსვამ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გარეშე, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ჩვენს ბელარუს კოლეგებს მათი თვითმფრინავების აღჭურვაში. 10 თვითმფრინავი მზადაა ამ ტიპის იარაღის გამოსაყენებლად“, - განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთმა ბელარუსს „ისკანდერის სარაკეტო“ სისტემაც გადასცა, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის მატარებელი.

ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვს თავის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი