მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. უწყების ინფორმაციით, ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, გიორგი გოგოჭური და ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი დაესწრნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ფინალურ შეხვედრაში მე-4 ქვეითი ბრიგადისა და მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ.

„გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე პირველი ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად პირველი კლასის რიგითი გიორგი შიოშვილი და სერჟანტი მარიკა გერლიანი დასახელდნენ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის ცხრა გუნდი მონაწილეობდა. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის