წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.

ბოლო ეტაპის სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. შესაბამისად, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და დაახლოებით, ორი კილომეტრზე დაიგო ასფალტის საფარი. მსგავსი სიტუაცია ბევრ ქუჩაზეა და ეტაპობრივად მოწესრიგდება. მიმდინარე წელს, წავკისში 9 ძმა ხერხეულიძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „პარმა“ შეასრულა და ჯამში, ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება