რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ მეზობელ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდება, გერმანიის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა. ამის შესახებ Tagesschau-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრემლის ხელმძღვანელი „ბირთვული დაშინების“ შემდგომ მცდელობაში დაადანაშაულა.
"პრეზიდენტ პუტინის მიერ ნატო-ს „ბირთვულ გაზიარებასთან“ შეცდომაში შეყვანაა და არ შეიძლება რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაბიჯის გამართლებას ემსახურებოდეს“, -ციტირებს Tagesschau-ი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელარუსმა საერთაშორისო დონეზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ იღებს ვალდებულებას, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ქვეყანა იყოს.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.