დონალდ ტრამპი - მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქმა: თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

„მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე და გაუბედაობა დაინახა.

ტრამპის მტკიცებით, პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში. მან პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

"როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ. აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ მე, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - განაცხადა ტრამპმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა