„ლელოს“ ცნობით, 30-31 მარტს, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ტურინში ჩავა და იტალიურ გრანდთან „იუვენტუსთან“ წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის კონტრაქტს ხელს მოაწერს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს იქნება ოფიციალური შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომლითაც მსოფლიო საფეხბურთო გიგანტი საქართველოში ოპერირებას დაიწყებს.
„იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემიისთვის წალენჯიხაში უკვე მზადდება სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებულია ევროპულ სტანდარტებს და „იუვენტუსის“ მოთხოვნებს.
„იუვენტუსის“ აკადემიაში, იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის არიან მივლინებით საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში, უკვე დაიწყო მოზარდების სელექცია/შერჩევის პროცესი.
სტადიონზე ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს, მზადდება საშხაპეები, გუნდებისთვის გასახდელები, მსაჯების სივრცე და ყველა ის ატრიბუტიკა, რაც ამ მასშტაბის პროექტს უნდა აკმაყოფილებდეს.
„იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემია წალენჯიხაში, პირველი მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც რეგიონში განხოციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.