ჯოზეფ ბორელი ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე - ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, მათი არჩევანია - ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში გააფრთხილა ბელარუსი, არ განათავსოს რუსული ბირთვული იარაღი მის ტერიტორიაზე, რადგან ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სანქციები.

„ტვიტერზე“ ბორელმა დაწერა, რომ ეს არის „უპასუხისმგებლო ესკალაცია” და „საფრთხე“ ევროპის უსაფრთხეობისთვის.

„ბელარუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია.

ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა ბორელმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება