ავდიივკადან კომუნალური სამსახურების თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდება, ქალაქში მობილური კავშირი გაითიშება

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, კომუნალური სამსახურების თანამშრომლების ევაკუაცია მოხდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ ავდიივკა უფრო და უფრო ემსგავსება ადგილს პოსტ-აპოკალიფსური ფილმებიდან. ამიტომ, მიღებულ იქნა რთული გადაწყვეტილება ავდიივკადან ჩვენი გმირების - კომუნალური სამსახურების თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ, რომლებიც როგორღაც მაინც ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ქალაქის სისუფთავე და სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა.

მისი თქმით, ქალაქში მობილური კავშირი გაითიშება.

ბარაბაშმა მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, "რუსული რაკეტები და ჭურვები არავის და არაფერს ზოგავს".

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის